სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

      ბავარიის მიწებზე რამდენიმე ციხეში ყველაზე დიდია ჩვენი მოქალაქე მსჯავრდებულების რაოდენობა,- ამის შესახებ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ განაცხადა.

    მისი თქმით, გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს გენერალური საკონსულოს ამოქმედება იგეგმება და ამის ერთ-ერთ მიზეზი სწორედ ბავარიის ციხეებში ქართველი პატიმრების დიდი რაოდენობაა.

    „ბავარიის მიწებზე რამდენიმე ციხეში ყველაზე დიდია ჩვენი მსჯავრდებულების, ჩვენი მოქალაქე მსჯავრდებულების რაოდენობა. ასევე, გვაქვს პირდაპირი ფრენა ქალაქ მიუნხენის მიმართულებით და არის საჭიროება, რომ გვქონდეს სრულფასოვანი, გამართული საკონსულო დაწესებულება",- აღნიშნა ნინუამ.

    მისივე თქმით, მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსული ამ დროისთვის კლაუს ჰიპია, რომელსაც შეეცვლება სამოქმედო არეალი და დაფარვის ზონა, რათა ადგილზე სრულფასოვანი გენერალური საკონსულოს გახსნა შესაძლებელი გახდეს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (10.10.2019)
    როგორ ყველგან და ყველაფერში თავი შევირცხვინეთ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×