სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.10.2019

    ნიკა გვარამიამ საკუთარ გადაცემაში თომა ჩაგელიშვილზე მწვავედ ისაუბრა:

    „საერთოდ "ფეისბუქიდან" გავიგე, რომ თურმე მას სხვა შუადღე მიჰყავს თიკა ფაცაციასთან ერთად. იმ ადამიანისგან, რომელიც ყოველთვუიურად ტვინს ჭამდა იმაზე, რომ დოკუმენტური ფილმი გადაეღო იმაზე, თუ როგორი დიადია მიხეილ სააკაშვილი. აი, ამ ადამიანისგან "რუსთავი 2"-ზე დარჩენა და „სხვა შუადღის“ წაყვანა ძალიანს ასაცილო და სამწუხაროა, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა. სხვათა შორის, ჩემგან ეს თანხმობა ვერასოდეს მიიღო და მოამზადა ფილმი იმაზე, როგორი არის სააკაშვილის დღევანდელობა. გემშვიდობებით, იმიტომ, რომ წარმატებებს ვერ გისურვებ იქ, სადაც ხარ!“ - აღნიშნა გვარამიამ.

    უფრო მწვავე და არაეთიკური საუბარი ჰქონდათ მათ სოციალურ ქსელში.

    თომა ჩაგელიშვილი, რომელიც “რუსთავი2”- ზე ანტისაოკუპაციო დოკუმენტური ფილმების ავტორობით გამოირჩეოდა, “მთავარი არხის” გახსნის შემდეგ “რუსთავი 2”- ზე დარჩა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი: “დრონები გაუფუჭდათ?”, რაზეც კომენტარებში “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპასუხო კომენტარები დაუწერა:

    “თომა შენ რა ნამუსით ლაპარაკობ სხვის დრონებზე, უკეთეს არხზე მუშაობ? ჩვეულებრივი ბიძინას ჭანჭიკი, ხელქვეითი ხარ”.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნორა   (13.10.2019)
    გეთანხმები ნიკა შენ ვინც მხარი არ დაგიჭირა გამყიდველები არიან


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×