სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის 7 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა.

    პედაგოგების ინფორმაციით, მეოთხეკლასელმა მოზარდებმა თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რაც სკოლასთან ახლოს მდებარე მარკეტიდან ლიმონათი და ქადა იყიდეს.

    ღებინებითა და საერთო სისუსტის ნიშნებით, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში მოათავსა.

    შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, მათ სტაციონარი უკვე დატოვეს.

    საავადმყოფოს პედიატრი, მარინა ილაური არ გამორიცხავს, რომ ინტოქსიკაცია ვადაგასულმა პროდუქტმა გამოიწვია.

    მოწამლულ მოსწავლეებს შორის ექვსი ბიჭი და ერთი გოგონაა.

    ლამბალოში ფაქტის შესასწავლად, შესაბამისი უწყებები უკვე ჩავიდნენ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×