სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

     აფხაზეთის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს საზოგადოებრივი გაერთიანება ,,გალი" შეემატა. ახალი ორგანიზაციის შექმნის საჭიროება, როგორც ,,გალის" დამფუძნებლები აცხადებენ, განპირობებულია დევნილებთან დაკავშირებული პრობლემის დიდი ნაწილის მოუგვარებლობით, განსაკუთრებულად კი განსახლებასთან დაკავშირებული საკითხით, რომელიც მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე ამა თუ იმ რეგიონში ჩასახლებული დევნილების ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის საკითხი, რომელიც დღესაც გადაუჭრელია. 

    საზოგადოება ,,გალის" თავმჯდომარედ გალის რაიონის მკვიდრი პროფესორი ირაკლი გელენავა აირჩიეს. 

    ,,ბოლო პერიოდში შეინიშნება აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების გააქტიურება, რაც გამოიხატება რაიონების მიხედვით ინტენსიურ შეხვედრებსა და თავიანთ პრობლემებზე ფართო დისკუსიების გამართვაში. ჩვენ შევხვდით გალის რაიონიდან დავნილი საზოგადოების  წარმომადგენლების შეკრებაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ დევნილი საზოგადოების ჩართულობის ხარისხი სამოქალაქო ცხოვრებაში და თავიანთი პრობლემების მოგვარების საქმეში უნდა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. შეკრებილები ასევე შევთანხმდით, რომ უნდა დაფუძნდეს საზოგადოებრივი გაერთიანება ,,გალი“, რომელსაც ეყოლება საკოორდინაციო საბჭო გალის რაიონის თითოეული სოფლის წარმომადგენლების შემადგენლობით. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართული იქნება კვლევების საფუძველზე მოახდინოს განსაკუთრებულად მტკივნეული საკითხების იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად აქტიურად ითანამშრომოას შესაბამის სახელისუფლებო თუ კერძო ორგანიზაციებთან. აქტიურად ადევნოს თვალი რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და ყოველი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლის მიაწოდოს ონფორმაცია როგორც შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური დიალოგის პროცესს და თავისი წვლილი შეიტანოს ქართველთა და აფხაზთა დაახლოების საქმეში და სხვა", - აცხადებს ირაკლი გელენავა.

    ორგანიზაციის მორიგი შეკრება დაგეგმილია მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, რომელზეც თავმჯდომარე შეკრებილთ წარუდგენს ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს და განსახილველად წარმოადგენს ორგანიზაციის სტრუქტურას. ასევე შეკრებილთ მოახსენებს საზოგადოებრივი გაერთიანების განვითარებისა და რეალური შედეგების მისაღწევად საკუთარ მოსაზრებებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (09.10.2019)
    პირველ რიგში პოლიტიკური აქტივობაა საჭირო მთლიანად აფხაზეთში და კერძოდ გალში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველებია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×