სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

    35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა .

    ერთ-ერთი ბრალდებულის, სასტიკად მოკლულის მეგობრის მამა, ჯონი ოქრუაშილი ირწმუნება, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა აიძულა.

    "ჯერ გვეუბნებოდნენ, აქ არა გვყავს შენი შვილიო, სად არის, ვეუბნები, მანახეთ, შევხედავ თვალებში და ამოვიცნობ ვინ არის, ჩემი შვილი არ არის მკვლელი, მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში. ფანჯრიდან მესმის ხმა: "თქვი ასე, თუ არა დედას მ***ო- ამბობს ოქრუაშვილი.

    საქმის პროკურორის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს პროკურატურა იმისთვის, რომ ყველა საჭირო მტკიცებულება მოიპოვონ კანონის სრული დაცვით და საქმე წარდგეს სასამართლოში ისე, რომ ბრალდება დაადასტურონ.

    ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძე პირველ ოქტომბერს გაუჩინარდა, ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მუმლაძეს სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

    ნიუპოსტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×