სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

    უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება: 12 ძველი „ბოგდანი", პირველად, წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი" - 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) - 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფელი გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი" - 4 ერთეული.

    220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

    ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს

    წყარო: იმედი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×