სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

     ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს. შენობაში ადმინისტრაციული უწყების სანაცვლოდ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მოწყობას აპირებენ. მერიაში ამ ინფორმაციას თავდაპირველად არ ადასტურებენ. თუმცა, მოგვიანებით, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, რომ მერიის შენობა „ამ წუთში არ იყიდება“.

    მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა. ბოლოს, შენობაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მერიის თანამშრომლების აუდიტის სამსახურის შენობაში გადაყვანა იგეგმება, რაც აუდიტის სამსახურში არ დაადასტურეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×