რეზონანსი
22.09.2019

(რეზონანსი) მორიგი სკანდალური შეწყალება - “იმედის კვირის” ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი გაათავისუფლა.

1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროკურატურა ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების პირობებშიც კი არ მიდის რამდენიმეწლიან სასჯელზე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×