სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

    (რეზონანსი) სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს მე-60 საყოველთაო ნათლობაა. ნათლობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ახლად მონათლულები დალოცა.

    "გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საიუბილეო დღე, მე-60 ნათლობა. 60-ჯერ ჩატარდა ნათლობა და ბავშვების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა დალოცოს ოჯახები თქვენი, დედ-მამა, და-ძმანი, ნათესავები. ღმერთმა მოგცეთ ნიჭი, ნიჭი სწავლისა, მტკიცე სარწმუნოება - მართლმადიდებლობა, სიყვარული, გაჭირვებული ხალხის დახმარება და მშვიდობა. დალოცვილი იყავით",- ბრძანა პატრიარქმა.

    პატრიარქს ამ დროისთვის, დაახლოებით, 40 000 ნათლული ჰყავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×