რეზონანსი
22.09.2019

 (რეზონანსი) გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა სირცხვილიას წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს, მიზეზად დარბაზში სკამების ნაკლებობა დაასახელეს.

მოძრაობა სირცხვილიას წევრების თქმით, დარბაზში შეკრებილების დიდი ნაწილი საჯარო მოხელეები არიან, სწორედ ამიტომ კი მათი თქმით მნიშვნელოვანია მათი აზრის გამოთქმა.

როგორც imedinews-ს გიგა მაქარაშვილმა უთხრა, სამწუხაროა რომ ხელისუფლებას ასე ეშინია, ჩვენი. ჩვენ არ ვართ დესტრუქციული ძალა, პროპორციული არჩევნები ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და რა თქმა უნდა, ხელს არ შევუშლიდით განხილვას. არ შეგვიშვეს, ამიტომ წამოვედით და გამოვერიდეთ, - თქვა გიგა მაქარაშვილმა. 

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ დარბაზის ზედა იარუსი, რომელშიც განხილვა იმართება, ცარიელია. 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×