სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) „მე მივსდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეგულარულად ვვარჯიშობ, ძირითადად სირბილი და ტენისი. ლისის ტბაზე თბილისის მერიამ მოაწყო შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ამისათვის და ველოსიპედებიც არის ის სფერო, სადაც მეტი და მეტი მოქალაქე სარგებლობს ყოველდღიურად. მეც ძალიან მიყვარს ველოსიპედი, რომ არ მოგატყუოთ. არის მარტივი და კომფორტული საშუალება, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში გადაადგილებისთვის და ისეთ უბნებში, სადაც მოკლე დისტანციაზე საცობების ალბათობა არსებობს" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ველომსვლელობასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაზე.

    დღევანდელი ველომსვლელობა - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" - ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშმრომლობით, საქართველოს გაეროს წარმომადგნელობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის „სუფთა ჰაერისათვის" ფარგლებში გაიმართა.

    პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გაერიოს ელჩი საბინე მახლი, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, სპორტსმენები და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×