სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) პოლიტიკური პარტია ,,გირჩის" ლიდერი ზურა (გირჩი) ჯაფარიძე შრომის ახალ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ.

    „ერთ მავნებლურ რეგულაციას მეორე მოჰყვება, სტანდარტული, მრავალჯერ გათელილი გზა. ჯერ 40 საათზე მეტ მუშაობას კრძალავენ, შემდეგ იმ 40 საათში მინიმალური ხელფასი რა უნდა იყოს იმას ადგენენ უვიცი, აზროვნების უნარდაკარგული მავნებლები ყოველ ჯერზე ახალი „გოსპლანი" იძერწება, განწირული კრახისთვის.

    მერე, როცა ადამიანები კიდევ უფრო გაღარიბდებიან და კიდევ უფრო ღრმად ჩავალთ წუმპეში, გამოდგება ამათი „ინტელექტუალ-გამპრავებელთა" ბოლო იმედად დარჩენილი ოცეული და, პრომპტერის ტექსტში ფუკოს და დერიდას სახელების ჩაკვეტებით, აგვიხსნის რომ ეს ყველაფერი ნეოლიბელალიზმის ბრალია", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (22.09.2019)
    ის რომ რეგულაცია საჭიროა ფაქტია, ეს ყველა ქვეყანაშია, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რო დეპუტატი უთავასებს მუშაობას სხვაგან მაგალიტად უნივერსიტეტში ცოტა უცნაურია ...ანდა როგორ ასწრებს...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×