სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) „საქართველოს რკინიგზა" შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელს რეისიდან ხსნის.

    როგორც „საქართველოს რკინიგზაში" ამბობენ, მგზავრები, რომლებსაც აღნიშნულ რეისზე აქვთ ბილეთები შეძენილი, მათ დაბრუნებას შეძლებენ.

    „საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ). რომელიც რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა.

    „საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით,"- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×