სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) პატარა მარიამი, რომელმაც ავტობანზე ფეხმოტეხილი ძაღლი იპოვა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მეტისებსაც ისევე სჭირდებათ სიყვარული და მზრუნველობა როგორც სხვა ძაღლებს.

    „ვიღაცამ გადააგდო ასეთი პატარა ლეკვი და ავარიაში მოჰყვა. ფეხი სტკივა. სახელად დავარქვი ბელა, რადგან თეთრია და ლამაზი ცისფერი თვალები აქვს. დედას ვთხოვე დავიტოვოთ, მეთქი. ვტიროდი, რომ თავშესაფარში არ წაეყვანათ. მითხრა, რომ დავიტოვებდით და გამიხარდა. ყოველ დღე ვეფერები, მთელი ღამე ტიროდა. მე უნდა დავაძინო, ვასვა და გავასეირნო.

    მეტისები არ უნდა გადააგდონ ქუჩაში რადგან ძალიან საყვარლები არიან. სხვებს ზოგჯერ არ უნდათ ძაღლი, კატა ან ცხოველი და ქუჩაში აგდებენ. ვინმეს მიეცით, რომ მოეხმაროს არ გადააგდონ და გაზარდონ, თორემ ლეკვი მოკვდება. სიყვარული აკლდება, სითბო აკლდება, საჭმელი აკლდება, წყალი აკლდება, პატრონი აკლდება, სახლი აკლდება და საწოლიც. ასეთ პატარა ძაღლებს თუ ქუჩაში დაინახავენ ან თავშესაფარში დარეკონ ან ძებნა დაიწყონ პატრონის" , - ჰყვება მარიამი.

    წყარო : qartli.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×