სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურიას შვილი ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა თავიდანვე ის იყო, რომ საქართველოს საკითხი მოეხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რათა რუსეთი აღარ შეწუხებულიყო.

    „ტვინგაქოცებულები რომ წერენ, მიშამ ჩააბარა ტერიტორიებიო... მიშა თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა, რა მეგონა, მაგრამ საქართველოს მიწას ეხება საქმე და უნდა დავწერო, ვინც ვერ გაიგებს, მისი დედაც იქ!

    ნებით და დიდი სურვილით, ბანტით ჩააბარა სააკაშვილმა?! გასაგებია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ უნდა დაეწყო და ვერ გათვალა რა მოყვებოდა, მაგრამ ისედაც ხომ ვერ აკონტროლებდა საქართველო იმ ტერიტორიას?! ერგნეთის ბაზრობაზე იწყება და მთავრდება თქვენთვის ქართული ინტერესები, ხიხოს ვაჭრუკანებო!? შევარდნაძემ გაგრასა და სოხუმში სანადირო თოფებით დატოვა მებრძოლები და ქართველების სისხლის კალო დაატრიალა, და ერთი კრინტი არ ამოუღია ქოცობას, სამხედრო პატივით დაკრძალეს! მიშას ტერიტორიების დაბრუნება არ უნდოდა, გამიზნულად დასაკარგად დაიწყო ის, რაც დაიწყო, თუ შევარდნაძესავით?! პუტინი რომ შემოსულიყო და რუსეთის არმიას ერთი ადგილით ჩამოეკიდა, უნდოდა? ნაცები წითელ ხიდზე გარბოდნენო - მეორე წუთას რომ იძახით, და რატომ გარბოდნენ, მიტომ დაიწყეს შიდა ქართლის დაბრუნების მცდელობა, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ?! საერთოდ უჯრედი დაგრჩათ ტვინში?!

    აი, ბიძინეს გაცხადებული გეგმა ნამდვილად იყო, საქართველოს საკითხი მოეხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რათა რუსეთი აღარ შეეწუხებინა! დაგუგლეთ ქართული ოცნების საგარეოპოლიტიკური პროგრამა, იძებნება. ახლა ეს დედამოხნულები ამბობენ - რუსები საზღვარს მოყვებიან, მერე რაო, მიშამ ჩააბარა ეგ ტერიტორიებიო! ახლა იმაზეც გასუსულები არიან, რაც საზღვრის აქეთაა, ხაშურია! გასუსულები კიარა, უკაცრავად, რამდენიმე თვის წინ ბიძინემ განაცხადა, რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა სამშობლოს ღალატიაო! ხვდებით ახლა, ვინაა სამშობლოს მოღალატე, თუ კიდევ ვერა?", - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    რომან   (27.09.2019)
    აქ ერთმა კომენტარში ცოტნეს ერთმა შეუსწორა-ბიძინე კიარა დიდი ქველმოქვედი ბტ. ბიძინა ივანიშვილიო. ერთი თქვენს ტვინში ჩაგვახედა რა ხდება ამ დროს? საიდან მოდიხართ მაინც, რა ფსკერიდან მაინც?

    მედეა შ უ ბ ლ ა ძ ე   (22.09.2019)
    " თავისუფლება ცოტნეს"ამ ლოზუნგის ძახილმა დიდად დამაზარალა თავის დროზე. მინდა გითხრათ, რომ-არ გეკადრებათ სლენგით საუბარი, ბატონი კონსტანტინეს შვილიშვილო! არც "ბიძინე" უნდა წეროთ, არამედ--დიდი ქველმოქმედი ბატონი ბიძინა-თი უნდა მოიხსენიოთ! გულბოროტი ბრძანებულხართ, ცოტნე ბატონო! კოდორის ხეობის -ზემო აფხაზეთად შემრაცხველსა და ზვიადის მიერ ელცინის ხელისმოწერით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიის ახლგორით გაფართოების დამკანონებელ პრეზიდენტ ყოფილს რომ ე ს ა რ ჩ ლ ე ბ ი თ, გასაკვირია! არგუმენტად "ბიძინეს" მოყვანა ფრიად უ ს უ ს უ რ ი ხრიკია. ვაჭრობა რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია და რუსეთის ბაზარზე დამკვიდრება სასაცილო ან დასაგმობი არ არის--ეს იცის მთელმა ე ვ რ ო პ ა მ და არა მარტო ბიძინემ. შევარდნაძემ კიტოვანი რომ ხეზე არ ჩამოჰკიდა--აფხაზეთში შეჭრის გამო,ამას ვერ პატიობს "თეთრ მელა"-დ შერაცხულს საზოგადოება, მათ შორის ქოცებიც! ნუ გეშინიათ-ქართველი ხალხი კარგად არჩევს მ ტ ყ უ ა ნ ს და მართალს, ასე რომ არ იყოს-- მამათქვენი მთაწმინდაზე არ იქნებოდა. გოგი ხოშტარიას, სიგუას და ნოდარ ნათაძეს ალბათ უკვირთ ეს დღემდე, ბიძინეს ფულით ხდება თქვენი მამის სახლმუზეუმის დაარსება, მისი მკვლელობის ადგილზე. ვის სცეთ პატივი და ვინ დ ა ა ს ა მ ა რ ო თ ვერ ხვდებით?! უ მ ა დ უ რ ო ბ ა ცუდი მრჩეველია, უმადურობამ შეიწირა ზვიად გამსახურდია, აუშარდნენ "ჩაუშესკუ" ეძახეს (ფაროსანა ბიძინესავით)--არ გეცნობათ ეს ფაქტი? გვარ-სახელებიც ნ ა ც ნ ო ბ ი ა , უმეტესობა მათი შ ვ ი ლ ე ბ ი (ელენე ხოშტარიასავით) აქტიურობენ, ესეც გასათვალისწინებელია. ხ ა ლ ხ ს ვერ მოატყუებთ, ხალხი ყველაფერს სწორად ა ფ ა ს ე ბ ს, ახლა ზედაპირზე ტივტივებენ ბიძინას მტრები, მაგრამ ს ი ბ რ ძ ნ ე გაკლიათ და კამეჩთან მოჭიდავედ გამოიყურებით!

    კოტე   (22.09.2019)
    რა ქინეს ციხეში ამისთანა ნაცებმა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×