რეზონანსი
21.09.2019

14 სექტემბერს, 17 საათსა და 30 წუთზე, შავ ზღვაში აშშ-ს სადესანტო ძალების სწრაფმავალი ხომალდი USNS Yuma (T-EPF-8) შემოვიდა. 2019 წლის ივნისის ბოლოს, სწორედ ამ ხომალდმა ჩაიყვანა ოდესაში ამერიკელი საზღვაო ფეხოსნების ბატალიონი, საკუთარი ტექნიკით - „სი ბრიზ 2019“-ში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ჩანს, ამჯერად ის საქართველოსკენ მოემართება. უკრაინული „შავი ზღვის მონიტორინგის“ მონაცემებზე დაყრდნობით ასევე ცნობილია, რომ მას შორიახლოს მოსდევენ რუსული გემები და აკვირდებიან.

ეს უნიკალური გემი-კატამარანი ექსპლოატაციაში 2016 წელს ჩაუშვეს. მისი სიგრძე 103 მეტრი, სიგანე კი 28,5 მეტრია. ამ ტიპის გემებისათვის მას ფანტასტიკური სიჩქარე აქვს -  80 კმ/სთ. მისი სრული წყალწყვა 2400 ტონაა. შეუძლია გადიყვანოს 300 ფეხოსანი სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, აქვს ვერტმფრენების დასაჯდომი მოედანი და რამდენიმე ვერტმფრენის მიღების საშუალება. მიუხედავად ამხელა გაბარიტებისა და პარამეტრებისა, იგი წყალში მხოლოდ 4 მეტრზეა ჩაშვებული და შეუძლია  ნებისმიერ საზღვაო ნაპირს პირდაპირ, პორტის გარეშე მიადგეს და იქ საზღვაო დესანტი გადასხას. ამ უნიკალური თვისებების მიღწევა ინჟინრებმა გემი-კატამარანის უნიკალური კონსტრუქციითა და მის მასალად ზემტკიცე და მსუბუქი ალუმინის შენადნობის გამოყენებით შეძლეს.

(ჰოთნიუსი)

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×