რეზონანსი
20.09.2019

 (რეზონანსი)თქვენ ასრულებთ ცალფეხა პოლიტიკას, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს უსმენდნენ. ადა მარშანიამ ფრაქციების ფორმატში გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. მისივე თქმით, საქართველოს სხვა გზა არ აქვს.

„ჟენევაში არანაირი პოზიტივი არ მოხდება, თუ არ დავიწყებთ ფართომაშტაბიან, უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ საუბრისთვის მზადება რუსეთის ფედერაციასთან, აფხაზეთში ფუნდამენტალური უფლებები ირღვევა. უცნობილესი და უძლიერესი საერთაშორისო ორგანიზაციები ამას ვერაფერს ვერ უშვრებიან, ეს არის ფაქტი, მიხარია ეს მე? ვერაფერს ვერ შვებიან... რა ვქნათ ახლა ჩვენ? დაველოდოთ, როდის დაჭკვიანდება რუსეთი? ერთის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ, მეორე მხრივ, რუსეთი არის მატყუარა, რუსეთი არის ოკუპანტი. მე ირონიით არ ვამბობ ამას, რუსეთი არის ვერაგი. და რა ვქნათ, ახლა ჩვენ, ვის დაველოდოთ, რას დაველოდოთ? საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჩვენი თავის იმედი არ გვაქვს. ჩვენს სანუკვარ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ განვითარებით, და პლუს დიალოგით, დიალოგით ყველასთან, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა აი, ასეთ მეზობელ ქვეყანასთან. თქვენ ასრულებთ ცალფეხა პოლიტიკას, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს. ჟენევაში არანაირი პოზიტივი არ მოხდება, თუ არ დავიწყეთ მზადება ფართომაშტაბიან, უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ საუბრისთვის რუსეთის ფედერაციასთან. ამას სერიოზული მომზადება უნდა, ეს იქნება ხანგრძლივი საუბარი, მაგრამ უნდა დავიწყოთ, სხვა გზა არ გვაქვს," - განაცხადა ადა მარშანიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×