სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი)20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს, - ამის შესახებ პარლამენტთან „სირცხვილიას" აქციაზე მისულმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, აქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიახვედრეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურია და მის გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

    „რას ვეტყვი ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა, შემოჰკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია - მე პირადად და ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

    რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობას, როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „თანამშრომლობას ყველასთან გეგმავს, ვისაც ვისაც საქართველო უყვარს".

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (21.09.2019)
    ტყუილა პირფერობ,ხაზარაძევ, არაჩვეულებრივი ხალხი იქ, 20 სექტემბერს- არ ყოფილა!. იქ არიან ქვეშგამხედვარენი, ჩაშლილი შტურმის გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ე ბ ი! წაგებული ჩანაფიქრის ს ი მ წ რ ი თ ექსტაზში შესული ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ნაწილი. შენც მათიანი ხარ და ალბათ შეგისისხლხორცებენ, მედიაც აგატივტივებს, ჟურნალისტები ფონს შეგიქმნიან, ეს გარდაუვალია, მაგრამ შ ე დ ე გ ი ს დამდები-- მისი უდიდებულესობა ხალხია, რომლებიც მაგ შეკრებების მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ ღებულობენ. ადიდეთ და აქეთ ერთმანეთი---მეტი რა დაგრჩენიათ! შტურმი რომ გამოგსვლოდათ--2003 წელს გაიმეორებდით, რასაც 2008 წელი მოჰყვა საუბედუროდ!

    ასა   (21.09.2019)
    ახალი დროშა შექმენით,მიშა-ხაზარაძე-ნიკა და გერბი ხო იცით რააა

    ასა   (21.09.2019)
    მამუკა ხაზარაძე ხალხს კი არ უერტდება, შეიძლება ხალხი შეურთდეს მაგრამ სასაცილოა ვინც ამ მევახშეს შეურთდება რომელიც სააკაშვილის პოლიტიკას ემხრობოდა და ატარებდა , ეხლა აეწვა გული ქართველებზე როცა თვითონ მოუჭირეს ხელი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×