სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) შემზარავ საქმეზე, რომელიც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონო დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგს უკავშირდება, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    ცნობილია, რომ შსს-მ მძიმე დანაშაული გახსნა და ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 11 წევრი დააკავა. "კვირამ" გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კიდევ ერთ ბინას მიაკვლია, სადაც ერთ-ერთი დაკავებული ს.ა. თავის მეუღლე მ.ც.-სა და საქმის ფიგურანტ სხვა პირებთან ერთად, სავარაუდოდ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადებას ახდენდა.

    როგორც „კვირას" ანონიმური წყარო უყვება, ს.ა.-ს თავისი არასრულწლოვანი შვილების გარდა, მეუღლის მოზარდი დისშვილებიც პორნაგრაფიის გადაღებაში ყავდა ჩართული.

    "ნორმალური ბიჭი იყო ერთად ვმუშაობდით რაღაც პერიოდი. როგორც ბიჭებმა მითხრეს ვიღაც უცხოელი მოდიოდა მათთან ხოლმე სტუმრად და სავარაუდოდ აქ იღებდნენ პორნოგრაფიებს. არ ვიცი რა, სიტყვები არ მყოფნის. როგორც გავიგე, თავისი არასრულწლოვანი შვილების გარდა, თავისი მეუღლის დიშვილებიც ყავდა ჩართული", - უყვება "კვირას" წყარო.

    ამასთან, "კვირას" ინფორმაციით, ამავე საქმეზე ლანჩხუთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-მ 3 პირი დააკავა. სამივე მათგანი ერთმანეთთან ახლონათესაურ კავშირში იმყოფება. დაკავებულ პირთა ვინაობაც, თუმცა ვინაიდან საქმეში დაზარალებული ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლებიც იყვნენ ჩართული, არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად, ეჭვმიტანილთა ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×