სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე რამოდენიმე ყვითელი მუნიციპალური ავტობუსი და ათობით პოლიციელი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმციას „პირველი რადიო" ავრცელებს.

    შეგახსენებთ რომ, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

    აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა",- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

    სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას" აქცია დღეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×