სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ედუარდ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სირცხვილის კორიდორის პოსტს გამოეხმაურა.

    „ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება - მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ" - წერს ედუარდ სააკაშვილი

    ედუარდ სააკაშვილის პოსტი ამ განცხადებას ეხება

    „მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა - ედუარდ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენების ფონზე განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა.

    მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მტრისგან და მისმიერ ხელდასხმული ოლიგარქისგან... დროა ჩემი სათქმელი ვთქვა შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი 20 ივნისის შემდეგ რუსი გახარია პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს... ახლა სიჩუმის დრო აღარაა! დარბევიდან უკვე 3 თვე გავიდა და საჭიროა საზოგადოების სრული მობილიზაცია და დროული გადაწყვეტილებების მიღება... უნდა შეიქმნას ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენი პარტიის ეგიდით, პირობას გაძლევთ ამ ორგანიზაციებს ღირსეულ ლიდერობას გავუწევთ მე და ჩემი განათლებული თანამოაზრეები!!!" - ეწერა განცხადებაში.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    ემიგრანტი   (22.09.2019)
    ვკითხულობ კომენტარებს და ვრწმუნდები რამდენი შურით გასიებული ადამიანია მისი მშობლებისგან რა გინდათ? ედვარდი ნიჭიერი განათლებული და კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა რაც ზოგიერთებს ძალიან გაკლიათ მივესალმები მის წერილს საქართველოს არ სჭირდება რუსული გეგმები რუსული ჩექმა უნდა დამთავრდეს ხალხის დაშინება ტერორი სსრკ ვისაც დაბრუნების სურვილი გაქვთ რუსეთში მიბრძანდით 20 ლარიანების თარეში უნდა დამთავრდეს

    მედეა   (21.09.2019)
    "ვაშლი, ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება". დედაშენი და მამაშენი მაინდამაინც კარგად არ მოღვაწეობენ საქართველოსთვის, იქნებ ისინი გააკრიტიკო, ოლიგარქის გაკრიტიკების ნაცვლად. ის ოლიგარქი სამშობლოსთვის უამრავ დადებით საქმეს აკეთებს "ქართუ" ფონდის მეშვეობით. შენ ჯერ არაფერი გაგიკეთებია! ვინც ბევრი გააკეთა იმის გინებით მოღვაწეობის დაწყება--ნათლად მეტყველებს შენს მიერ მიღებული განათლების ხარისხზე და საეჭვოს ხდის მომავალ საქმიანობას პ ო ლ ი ტ ი კ ა შ ი.

    ასა   (21.09.2019)
    ესღა გვაკლდა ეხლა,სჯობს ჯარში წახვიდე და იმსახურო ჯერ, თუ სამშობლოს დაცვა გსურს გეიგეეეეეეე

    მარია   (21.09.2019)
    შენი სურვილი და მისწრაფება მაშინ იქნება გულწრფელი თუ შენს სიახლოვეს არ გააჭაჭანებ არც მამაშენს და არც მის თანამოაზრეებს. თუ რევანშის სურვილი გაქვს ან შენი ხელით უნდათ ნარის მოგლეჯა, არ მოგიტანს ეგ სიკეთეს და წარმატებას.

    მედეა   (20.09.2019)
    ბენდუქიძე, გრიგოლ ვაშაძე რუსეთში არ მსახურობდნენ?

    Star Lord   (20.09.2019)
    1234 მოგმართავ. არ ვიცი რა გქვია მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ შენ ხარ ერთერთი განათლებული და კულტურული ადამიანი საქართველოში. ეგეთი კომენტარი იშვიათად თუ მინახავს აქ. სწორი მსჯელობა გაქვს და გეთანხმები 100 პროცენტით. უმეტესობა გინებას და ფურთხებას დაიწყებდა. როგორც ახასიათებთ ხოლმე ავადმყოფებს

    1234   (20.09.2019)
    ყმაწვილო, ლიდერობას დამსახურება უნდა. რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის? სჯობს ჯარში წახვიდე და იმსახურო ჯერ, თუ სამშობლოს დაცვა გსურს; შვილები მისცე სამშობლოს, ხე დარგო და ასე შემდეგ. ისე, ბაკალავრიატის დამთავრება, განათლებულობას არ ნიშნავს. ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სწავლობს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×