რეზონანსი
20.09.2019

 (რეზონანსი) ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ქართულო ოცნებავ", თქვენ საბოლოოდ გაუბერეთ, ვინ გეკითხებათ, ხალხი რამდენ სამსახურში იმუშავებს... რამდენიმე ადგილას ვმუშაობთ მოქალაქეები, რომ თქვენ მიერ დაქცეულ ქვეყანაში საარსებო პირობები მაინც შევუქმნათ ოჯახებს, თქვენ კიდევ შრომის უფლებასაც გვართმევთ. გაიწვიეთ სასწრაფოდ ეგ კანონპროექტი უკან", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თუ დღეს ერთზე მეტი დამსაქმებლისთვის ასრულებთ სამუშაოს, მომავალში სახელმწიფომ ეს უფლება შესაძლოა კანონის ძალით წაგართვათ.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ განაწესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×