სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) საქართველო ამჟამად ქვის ხანაშია - ამის შესახებ ბიზნესმენმა, მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „გირჩის" ეთერში განაცხადა.

    მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუღებელია, რომ უამრავი, რამ სახელმწიფო საკუთრებაა და არა კერძო. ხაზარაძემ საქართველოს რკინიგზაზე ისაუბრა და თქვა, რომ ორი მატარებლის გარდა, რომელიც თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობს, ყველა მატარებელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

    „რატომ უნდა იყოს რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში? თუ შეხედავთ თქვენ ვაგონებს, გარდა იმ შემადგენლობისა, რომელიც თბილისი ბათუმის მიმართულებით დადის, ყველა სხვა ვაგონს, რომ შეხედოთ გული მოგიკვდებათ. მე-19 საუკუნესაც კი არ შეედრება ეს მდგომარეობა. საერთოდ რაღაც ქვის ხანაში ვართ" - განაცხადა ხაზარაძემ.

    ბიზნესმენმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (20.09.2019)
    ქვის ხანაში ვართ,აბა რა,შენ აქ რომ ამდენს გაბედვინებთ,შე ხალხის მყვლეფავო.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×