სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატის, თეონა ქორიძის განცხადებით, დევაძე მის მიერ მოკლული თარაშ მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს. ადვოკატმა ამის შესახებ პრესკონეფერნიაზე განაცხადა.

    პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

    რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში" 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

    ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

    ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    თემო   (20.09.2019)
    კიდევ ერთი მაგალითი ეკლესიას ამოფარებული სატანიზმის

    ლინდა   (20.09.2019)
    ვაი თქვენს პატრონს უბედურებო, ეს დარტყმული ადვოკატი რას ხედავს კარგს იმაში, რომ მკვლელები და ბანდიტები ეკლესიებს აშენებენ??? ამიტომაა დარღვეული ყველაფერი, ბერი არ ბერობს, მღვდელმთავარი ბიზნესზე ფიქრობს, პატრიარქი მკვლელებს ხვდება, მოკლედ ჩამონათვალი დიდია! მთავარი ისაა, ასეთი დედა აფეთქებული ხელისუფლება არ უნდა ჰყავდეს საქართველოს და ასეთი დებილი პრეზიდენტი. ბიძო ტრიბუნალს უნდა გადასცენ, იმ დიდი აფიორისათვის, რაც ჩაატარა ამ ქალის მხარდასაჭერად.

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×