სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული".

    ლორთქიფანიძემ ambebi.ge-ს განუცხადა, რომ „მეორე ტრაგედიაა ის, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, ხელს რას აწერდა".

    „ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გვიყვებიან, პრეზიდენტმა არ იცოდა ოთხმეზურის მკვლელს რომ იწყალებდა, არ იცოდა ვინ იყო დაზარალებულიო. ეს უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, რას ნიშნავს არ იცოდა? არ იცის პრეზიდენტმა ხელს რას აწერს? ამას ახსნა არ აქვს და თუ იცი, ეს მეორე ტრაგედია. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, წუხილი გამოთქვა პრეზიდენტმაო, არ ვიცოდი დაზარალებული ვინ იყოო. ეს სისულელეა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი და უფრო მძიმეა.

    იმდენად აღშფოთებულია, იმდენად ტრავმირებული და წყობიდან გამოსულია ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, რომ ვერც ლაპარაკობს... მეც პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, ლაპარაკი მიჭირს, საოცრება ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა", - განუცხადა ambebi.ge-ს ნანა ლორთქიფანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ქუთეისი   (21.09.2019)
    რა უღმერთო კომენტარებია, როგორ არაფრად გოღორთ არავის ყოფა?!

    კაკო   (21.09.2019)
    მთავარია რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა?

    lekso kutaisi   (20.09.2019)
    ise gixaroda salome kle kalas danihvna prezidentad xomagrad cekvavdi traks ro akanavebdi pilmebhic sul bozebis rolebi gak ase ro mepire da trakis mimcemebi xart henc kvela heni sagvareulo

    temo   (20.09.2019)
    cnobili ojaxidan unda iyo rom samartlianad mogeqcnen ,es ra mesmis


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×