სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად" ფეხით მიდიოდა იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს.

    პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარდება, პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში კი მას კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

    იაკუტელმა შამანმა მოსკოვისკენ მგზავრობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. 2021 წელს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას" აპირებს. გაბიშევი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი "ბნელი ძალების პირმშოა" და მხოლოდ შამანს შეუძლია მას გაუმკლავდეს.

    19 სექტემბერს გაბიშევი ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×