სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) „დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტის მიერი დახმულ კითხვას უპასუხა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულები არიან თუ არა ძალოვანი უწყების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩანდნენ კადრებში, თუ როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე. გიორგი გახარიამ პასუხად განაცხადა, რომ ყველა დაკავებულია, ვინც კადრებში ჩანდა.

    „ყველა დაკავებულია მათ შორის, ერთი კადრი მაინც მომიტანეთ და შემდგომ გავაგრძელოთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ამასთან, ჟურნალისტმა ჰკითხა კონკრეტულ სამართალდამცავზე, რომელიც ჟურნალისტის თქმით „დამიზნებით ესროდა მოქალაქეს და ცინიკურად იცინოდა".

    "მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი, ასეთ კითხვას რომ სვამთ, სამი თვე გავიდა... დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაცა მაინც წაიკითხეთ, შეუძლებელია ამ აღჭურვილობით დამიზნებით სროლა. ცინიკური ღიმილის გამო დაისჯება [სპეცრაზმელი]", - თქვა გიორგი გახარიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×