რეზონანსი
20.09.2019

 (რეზონანსი) "შემთხვევითი არ არის, რომ თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერისგან", - აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში სამხედრო აღლუმზე გამოსვლის დროს.

დე ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დამოკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, "რესპუბლიკის დაფუძნების" 29-ე წლისთავს აღნიშნავს.

"სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება. ჩვენი მტრები სამხრეთ ოსეთის მიწაზე ასე მარტივად ვერ ისეირნებენ, დღეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს ღირსეული პასუხი გავცეთ პოტენციულ აგრესორს", - ამბობს ბიბილოვი.

ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×