სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) ნიკა არაბიძის შოუ" მალე გავა „რუსთავი 2-ის" ეთერში. ეს არის „ღამის შოუს" ფორმატის გადაცემა, რომელიც ჯერ დათო გოგიჩაიშვილს მიყავდა, მოგვიანებით კი - ვანო ჯავახიშვილს. „კომედი ჯგუფი" ამჯერად არაბიძის შოუს გვათავზობს.

    როგორც არაბიძე ამბობს, ახალი გადაცემის დაწყების წინ ღელავს, გარდერობი განაახლა, მონოლოგისთვის წერს სცენარებს... გადაცემას ეყოლება სტუმრები, ექნება იუმორისტული ნომრები... მოკლედ, ის მზადაა.

    ნიკა არაბიძე: მე უკვე ასე ვღელავ გადაღებების წინ რამდენიმე წელია, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

    - მონოლოგის ტექსტის დამახსოვრება ხომ არ გიჭირთ?

    - რა ვიცი, ამდენი ხანი ვიმახსოვრებდი და ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება მახსოვრობა მოგვაკლდეს, მაგრამ სუფლიორი დამეხმარება.

    ნიკას შოუსთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად „პრაიმტაიმი" ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა.

    - ვანო, როგორ წარმოგიდგენია ნიკა ამ ფორმატის გადაცემის წამყვანად?

    ვანო ჯავახიშივილი: - მე ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ლაპარაკი დავამთავრე.

    როგორც ჩანს, „რუსთავი 2"-ზე დარჩენილ იუმორისტთა ნაწილზე „მთავარ არხზე" გადასული მეორე ნაწილი ნაწყენია.

    ნიკა არაბიძე: - მე განაწყენებულს ვერ ვიტყოდი. ვთქვი და ვიმეორებ, ისინი, ვინც გადავიდნენ, ჩვენი მეგობრები არიან, წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს და წავიდნენ. მე წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    უსახელო   (21.09.2019)
    მაინც მოღალატეების ბანდა დარჩა იქ აქედან მტკიცება რომ ისინი საიმედო მეგობრები არ არიან და პირადი კარიერისთვის გაწირეს მეგობრები და უღალატეს ჩემთვის არცერთი ტელევიზია არაა გამორჩეული მაგრამ ერთი გამოცდილება ყოველთვის მქონდა კლასი რომ შატალოზე მიდიოდა არავინ კლასში არ რჩებოდა მოღალატე კლასელის გარდა რომელიც..კარგი ნიშანისთვის მეგობრებს ღალატობდა აქაც იგივე სიტუაცია მოხდა და მე არ მივესალმები ასეთ მეგობრობას. .ეს მეგობრობა არაა ყველა ყვიროდა მაგრამ კარიერისტები დარჩნენ

    მ.ჩ.   (21.09.2019)
    ნიკა ნიჭიერი ბიჭია მჯერა მისი წარმატების,მაგრამ ვერ ვგებულობ,რატომ უნდა იყოს მუდმივად ერთი ლიდერი? მივცეთ შანსი და ვინც უკეთესი იქნება ხალხი მას უყურებს,რატომ იბოღმებიან? ხვდებიან,რომ აჯობებს? ბოღმიანი კაცი საშინელებაა!!! წარმატებები ნიკუშ!!!

    მე ვარ რაიყო ვე მიცანი?   (21.09.2019)
    არაბიძემ გახადა კომედი შოუ ასეთი წარმატებული,თორემ ქლიავი ჯავახიშვილი ,,პიკასოს ბიჭების" დაწერილს კითხულობს. რომ არა ,,პიკასოს ბიჭები" ესენი კარგა ხნის დავიწყებული იქნებოდნენ.

    ***   (20.09.2019)
    გასკდება ბოღმით არაბიძე რომ აჯობებს და უფრო ყურებადი იქნება, მაგის შოუს ვინღა უყურება, გვარამიას მეტი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×