სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     (რეზონანსი)საქართველომ რუსეთის ფედერაციას ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

    ახიადოვი რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში („ისლამური სახელმწიფოსთვი" ხალხის მობილიზება, ბრძოლის ეპიზოდები 2013-2015 წლებში) სდებდა ბრალს და ინტერპოლით ეძებდა. ახიადოვი საქართველოში ოჯახთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს.

    როგორც მისი ადვოკატი, ალექსანდრე თათელიშვილი „რადიო თავისუფლებასთან" საუბარში აცხადებს, 9 თვის წინ, ახიადოვი ქუთაისში, პოლიციამ მანქანის არასწორი პარკისებისას გააჩერა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ის ინტერპოლით ძებნილი იყო. მას შემდეგ ახიადოვი რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

    ახიადოვი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, უარი ეთქვა მის ექსტრადიციაზე, რადგან მისი თქმით, რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა.

    ახიადოვის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებითაც არ არის დასაბუთებული ის ბრალდებები, რაც რამზან ახიადოვის მიმართ რუსეთის პროკურატურას გააჩნია.

    „საქმეში არის მხოლოდ რუსეთის პროკურატურის დადგენილებები, მეტი მტკიცებულება იქ არ დევს. სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთში არ არის ისეთი საფრთხე, რომ მას რამე დაემუქროს", - აცხადებს თათელიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×