რეზონანსი
19.09.2019

"რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ დრომ­დე არ ცხრე­ბა. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ არხი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ და­ტო­ვა და ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად სა­მუ­შა­ოდ "მთა­ვარ არხზე" გა­და­ვი­და. მათ შო­რის იყო "რუს­თა­ვი 2"-ის ერთ-ერთი სახე თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა "მთა­ვარ არხზე" სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნია.

ასე­ვე "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ობda ბა­ღაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი კუპ­რა­ძე. იგი დი­ლის გა­და­ცე­მი­სა და პრო­დაქ­შე­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ნი­ნიმ დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში დარ­ჩა. 

"მთა­ვარ არხს" უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, მათ­თან სა­მუ­შა­ოდ ამი­ტომ არ წა­ვე­დი. მთე­ლი ბავ­შვო­ბა "რუს­თა­ვი 2"-ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს არხი, მე არ ვყო­ფილ­ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის სახე, "პრო­დაქ­შენ­ში" ვმუ­შა­ობ და ამი­ტო­მაც დავ­რჩი აქ. აქვე ვი­ტყვი იმა­საც, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა, ვინც "მთა­ვარ არხზე" წა­ვი­და და ისი­ნიც, ვინც აქ დარ­ჩა.

დედაჩემის მხრი­დან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა. მე ვიქ­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი დი­ლის გა­და­ცე­მა­ში, ასე­ვე ვრჩე­ბი პრო­დაქ­შენ­ში", - განუცხადა "ამბებს" ნინი კუპრაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×