სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     როგორც რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ განაცხადა, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

    გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და  დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.

    "ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ", - აცხადებს ფლორა შენგელია.

    "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა საქმრომ შეიტყო, ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    lika   (20.09.2019)
    gmertma natelshi amyofos sheni lamazi suli

    მედეა   (19.09.2019)
    საშინელებაა! რა შეიძლება მოიმოქმედო! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ვუსამძიმრებ ოჯახს, სანათესაოს, მის საქმროს და მთელ საქართველოს! გამძლეობა გქონოდეთ და მეტი ცუდი აღარ გაგეგოთ! ამინ!

    Ea   (19.09.2019)
    Cxviris operaciid dagupuli paciente es didi sircxvilia dgevandel medicinashi .tu sadme samartalia aucileblad unda chatardes gamodzieba swori da samartliani!!! Ratqma unda eqimedi ar unda isjebodes arakanonierad , magram arc axalgazrda sicocxle ar unda shewydes eqimis uvicobid.da shen visac es gevaleba unda chatardes gamodzieba swori da samartliani.grma mwuxarebid viziareb tqveni ojaxia mwuxarebas.es sido tragedia.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×