სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     (რეზონანსი)რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სენაკში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

    გარდაცვლილი გოგონას მამიდის ნ.ს-იას განცხადებით, გოგონას ცხვირის ძგიდის ოპერაცია რუსთავის კლინიკაში, გუშინ უნდა ჩატარებოდა, რა დროსაც ანესთეზიის გაკეთების შემდეგ, პაციენტი შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა, ვერ მოხერხდა.

    შედეგად, ღამის 12 საათზე გოგონას ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. რუსთავში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად, ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ და მათი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური გამოძიების მიზნით საგამოძიებო უწყებასაც მიმართავენ. გარდაცვლილი გოგონას ბებიის თქმით, ანესთეზიის გაკეთებამდე სინჯის აღების დროს, გოგონას ხელი შეუწითლდა და აღნიშნულ მედიკამენტზე ალერგია გამოეხატა, რაც ექიმმა და ანესთეზიოლოგმა უგულებელყო და ფატალურმა შედეგმაც არ დააყოვნა. გარდაცვლილი 19 წლის გოგონა დასთან ერთად თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მშობლები კი რუსეთში იმყოფებოდნენ, სადაც მუშაობდნენ. ისინი ამაღამ ერევნის გავლით ჩამოფრინდებიან, მათ შვილის გარდაცვალება ჯერ არ იციან.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×