რეზონანსი
18.09.2019

 (რეზონანსი)კიევში დაუდგენელი ვინაობის მამაკაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება.

უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კინოლოგები, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და გამნაღმველები იმყოფებიან.

ხიდთან მობილიზებულია რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი.

სააგენტო „უნიანის" ცნობით, მამაკაცს ლურჯი ბერეტი ახურავს და სამხედრო ფორმა აცვია. მას ასევე უკრაინის დროშა აქვს შემოხვეული.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტისთვის მზადების კვალიფიკაცია მიანიჭა.

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×