სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     (რეზონანსი)"მოსახლეობის უმრავლესობა სულს ღაფავს და სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ამდენი მშიერი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა," - ამბობს "კომერსანტთა" საუბარში მამა პეტრე კვარაცხელია.

    მამა პერტე სრულად იზიარებს NDI -ის კვლევის შედეგებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებაა.

    „სოციალური ფონი, რაც დრო გადის, დღითიდღე მძიმდება. ეს შეიძლება მოსახლეობის თითქმის ყველა ფენას არ ეხობოდეს, მაგრამ, იმდენად დიდია დისბალანსი, ამის არ შემჩნევაც, ალბათ, არასწორი იქნებოდა. მძიმე სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით ღიად ჩანს რეგიონებში, სადაც ოჯახის ყველა წევრი ხშირად უმუშევარია. წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, როცა ხშირად პურიც კი არ აქვთ საჭმელად. ეკონომიკურ სიდუხჭირეს თან ერთვის მორალური სიმძიმეები, სულიერი პრობლემები, რამაც შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ნახეთ როგორ არის გაზრდილი სუიციდის შემთხვევები. ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ვრცელდება განცხადებები, რომ ადამიანები ლუკა-პურს ითხოვენ, თავშესაფარს ითხოვენ. ეს ბუნებრივია, ძალიან მძიმეა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში კონკრეტული ადამიანები ძალიან მდიდრდებიან და მათი შემოსავალი ყოველდღიურად კოლოსალურად იზრდება."

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    თემო   (18.09.2019)
    კეთილდღეობა განვითარება. კიდე რას გვიპრდებოდნენ ესენი ქოცებო? შემახსენეთ აბა :D


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×