სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      ჩემი შეშფოთება გამოიწვია ანა დოლიძის უპასუხისმგებლო და ჭორაობაზე აწყობილმა განცხადებამ, რომ თითქოს კორუფციაშია ჩართული სასამართლო და ეს შეწყალებაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ეს არის სრული აბსურდი, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მიერ შეწყალებულ პატიმარზე გაკეთებულ განცხადებას.

    „ჩემ შეკითხვაზე, საერთოდ გაეცნო თუ არა ანა დოლიძე გადაწყვეტილებას, მისი მხრიდან პასუხი უარყოფით იყო. გადაწყვეტილება არც წაუკითხავს. მას გადაწყვეტილება არც შეუფასებია. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ერთი ხელის მოსმით ბრალი დაგვდო კორუფციაში, რის გამოც იძულებული გავხდი სასამართლო პროცესიდან წამოვსულიყავი, დამეფიქსირებინა საჯაროდ ჩემი პოზიცია და ელემენტარულად თავის მართლების პოზიციაში რატომ უნდა ვიყოთ, მაგასაც ვერ ვხვდები. დაუსვით ამ ადამიანს კითხვა: კორუფციაში რომ დებთ ბრალს, გთხოვთ დააზუსტოთ რა კორუფციაზეა საუბარი. აბსოლუტურად გაოგნებულები ვართ მეც და მთელი პალატა, რომ ასე უაპელაციოდ აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს", - განაცხადა თევზაძემ.

    კითხვაზე, იყო თუ არა მოულოდნელი შეწყალების აქტი დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირთან დაკავშირებით, მოსამართლე განმარტავს, რომ მის შინაგან განწყობას ნაკლებად გამოამჟღავნებს.

    „მე პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას რომელიც მიღებული იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ. მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და დარწმუნებული ვიყავი, როდესაც ხელს ვაწერდი ამ გადაწყვეტილებას, ამასთან, პირველმა ინსტანციამ რაც მიიღო, იმ გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ. ჩვენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას დავეთანხმეთ. ეს არის ინსტანციურობა. აქ არაფერი საგანგაშო არ არის. აქამდე იყო გამამტყუნებელი განაჩენები და რატომ არისო, ახლა გამამართლებელი განაჩენებია საქმეში და რატომ არის გამამართლებელი განაჩენებიო. ასე უაპელაციოდ ადამიანისთვის დაბრალდება რადგან გამამართლებელი განაჩენი მიიღო, რატომ სხვა გადაწყვეტილებებზე არ გააკეთა განცხადება?!" - განაცხადა ლევან თევზაძემ.

    შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გამოეხმაურა პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. დოლიძე აცხადებს, რომ ბეჟანიძის „შეწყალების ფაქტში საეჭვო ნიშნები იკვეთება სასამართლო სისტემის მხრიდან".

    მისი თქმით, აუცილებელია ამ თემაზე გამოძიება პირველივე ინსტანციიდან დაიწყოს იმის დასადგენად „იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები და რა მოხდა".

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×