რეზონანსი
18.09.2019

  ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, მოვაჭრე ქალმა მყიდველს სცემა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა.

დაშავებული, სავარაუდოდ მყიდველი ქალია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა უკვე დაადგინა, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×