სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულზე, ზურაბ ნადირაძეზე სოციალურ ქსელში წერს.

    „ჩემი მაზლის - სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი - ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს..

    1994 წლის 19 იანვარს, სამხატვრო აკადემიასთან, ნადირაძემ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ.. ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავდმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა...

    ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს , ჩამოიყვანეს , გაასამართლეს , 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება .. რა ვთქვა , არც ვიცი...

    ყველა ის ადამიანი, ვინც Salome Zourabichvili დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრის მკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ!

    რადგან მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!!

    და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!!

    ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია ამაში, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით!!!

    სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, რაშია საქმე, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი?!", - წერს გიორგობიანი.

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ასევე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

    თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების დახვეწის ინიციატივით გამოვიდა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    davit   (19.09.2019)
    ახლა დაიცვას ოთხმოზურმა სალი და მისი ყაჩაღთა ბანდა ... ესენი დედაბუდიანათ მოსაშორებელია მავნებელი ტურების ხროვა ხალხო გამოფხიზლდით.

    111   (18.09.2019)
    ზურაბიშვილი არის "თემიდა"თვალებ ახვეული და ისე აწერს ხელს . უსინდისო , შემარცხვენელი ქვეყნისათვის! ჯერ სად ხართ!

    lekso kutaisi   (18.09.2019)
    mainc prezidents akeb he klis hvilo kalo gagamcara da mainc mutels ulokav tpu hen dedas heveci me


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×