სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      რუთაველის გამზირზე აქციები აღარ გაიმართება - ამის შესახებ განცხადებას აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აკეთებს.

    მისივე თქმით, აღარ გავა გადაცემა „სირცხვილიაც". დიღმელაშვილის თქმით, 20 სექტემებრს, მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი პროტესტი აქცია, პროტესტის ფორმა შეიცვლება.

    აქციის ორგანიზატორი აცხადებს, რომ მოძრაობა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. აქციის ორგანიზატორები, დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციაზე, 12 პუნქტიან გეგმასაც წარადგენენ.

    „20 სექტემბრის მერე, ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი აქციები ყოველდღიურ ფორმატში აღარ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გეგმა 2020 წლის არჩევნებამდე, რაც მოითხოვს რეგიონებში სიარულს, მოითხოვს რეგიონული კამპანიების გაკეთებას, საინფორმაციო ნაწილს და შესაბამისად, ფიზიკურად რუსთაველზე ყოველდღიური პრეზენცის შენარჩუნება, რესურსების უდიერად ფლანგვაც კი გამოდის ამ პირობებში. ჩვეულებრივ, სამოქალაქო მოძრაობის მუშაობა რაც არის, იმ სამუშაოს ვიწყებთ" - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

    წყარო: რუსთავი2

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    7777   (18.09.2019)
    პარლამენტში მოგიდა მოსვლა?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×