სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 80 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ დაქორწინდა. მანამდე აჭარის ყოფილ ლიდერს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჰქონდა მის ყოფილ მზარეულთან, რომლისგანაც ოთხი წლის წინ ვაჟიც შეეძინა.

    როგორც აბაშიძეების ოჯახის ახლობელი უყვება, აჭარის ყოფილმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ ანაიდა ოვაკუმიანზე ოფიციალურადაც იქორწინა და წყვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 

    ცნობილია, რომ ანაიდა ოვაკუმიანი აბაშიძემ ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო. ის ოჯახის მზარეულად მუშაობდა. ასლან აბაშიძის პირველი მეუღლის, მაგული გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ კი აჭარის ყოფილმა ლიდერმა პირადი მზარეული მოსკოვში წაიყვანა.

    ასლან აბაშიძე ამჟამად 81 წლისაა და ოჯახის მეგობრის ცნობით. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი - გიორგი და დიანა - ჰყავს. 

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გორგასალი   (18.09.2019)
    რაც მაგას შავი ზღვის ხიზილალა ექნება ნაჭამი,მაგიტოა სექსუალურად უბერებელი

    lekso kutaisi   (18.09.2019)
    tu mocovs tvara


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×