სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

      (რეზონანსი) რუსეთის სანაპირო დაცვამ ორი ჩრდილოკორეული გემი ბრაკონიერობისთვის დააკავა, რომელზეც სულ ცოტა 80 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    რუსეთის განცხადებით, გემებზე მყოფი პირები უკანონოდ თევზაობდნენ და ამასთან, ერთ-ერთი გემიდან სანაპირო დაცვის მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი რუსი მესაზღვრე. 

    ჩრდილოეთ კორეა ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებს, რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა "სერიოზული შეშფოთება" და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი დიპლომატი დაიბარა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×