სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

      (რეზონანსი) ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა

    ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებს დიდი ზიანი მიაყენა. გურჯაანის რაიონ სოფელ ველისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. სოფელ ვაზისუბანში დასეტყვილია ვენახები. 

    ძლიერმა ქარმა ხე მოტეხა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში. ხე საბავშვო ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა.

    მოტეხილი ხე დაეცა ასევე ყვარელში, გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×