სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)ქობულეთში, მასწავლებელს, რომელმაც პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა. შემთხვევა, გუშინ, 16 სექტემბერს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოხდა.

    აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასწავლებლების გადაწყვეტილება დისციპლინურ გადაცდომაზე ერთსულოვანი იყო. მისი თქმით, მშობლებს სურდათ, ქეთევან ვეკუა კლასის დამრიგებლად დარჩენილიყო.

    ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს დამრიგებელმა, ქეთავან ვეკუამ ყელსახვევები გაუკეთა. მისი თქმით, გოგონებისთვის წითელი, ბიჭებისთვის კი ლურჯი ყელსახვევი საჩუქარი იყო. ქეთევან ვეკუამ თქვა, რომ ამ ფორმით სურდა საკუთარი მოსწავლეები სხვებისგან გამოერჩია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (18.09.2019)
    ვეთანხმები სტატუს ქუო-ს!!!

    სტატუს ქუო   (17.09.2019)
    უტვინო მასწავლებელი. რა უნდა ამას სკოლაში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×