რეზონანსი
17.09.2019

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მან 15 წლის წინ მოკ­ლუ­ლი და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. ოთხმე­ზუ­რებ­მა ეს სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ის­გან შე­ი­ტყვეს და ისი­ნი აღ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მოკ­ლუ­ლი დათო ოთხმე­ზუ­რის მა­მი­დაშ­ვი­ლი ან­დრო მა­ი­სუ­რა­ძე ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლა მკვლე­ლის და­სას­ჯე­ლად, პრე­ზი­დენ­ტმა ერთი ხელ­მო­წე­რით ჩა­ყა­რა წყალ­ში:

"ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვეთ, რომ და­თუ­ნას მკვლე­ლი გა­რეთ არის. ვერ ვხვდე­ბით რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? პრე­ზი­დენ­ტმა უკვე მე­რამ­დე­ნე მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვა გა­რეთ? მე ვსა­უბ­რობ იმ ფაქ­ტზე, რაც ჩემს მა­მი­დაშ­ვილს შე­ე­ხე­ბა. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ბეჟა­ნი­ძემ მოკ­ლა და­თუ­ნა ოთხმე­ზუ­რი, თქვენ არ იცით, რამ­დენ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა იყო იმის­თვის, რომ მკვლე­ლი დას­ჯი­ლი­ყო.

2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვე­ლო­დით და­თუ­ნას მკვლე­ლის დას­ჯას, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 12 წელი ბეჟა­ნი­ძე მი­მალ­ვა­ში იყო, ის­მის კი­თხვა, თუ არ ხარ დამ­ნა­შა­ვე, 12 წელი რა­ტომ იმა­ლე­ბი? ყვე­ლამ ისიც იცის, რომ მას მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავ­და და ამის წყა­ლო­ბით იყო გა­რეთ და ამ­დე­ნი წელი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი. რო­გორც იქნა და­ა­კა­ვეს, რო­გორც იქნა უზე­ნა­ეს­ში აღ­სდგა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, მკვლე­ლი და­ი­სა­ჯა. დღეს ვი­გებთ, რომ თურ­მე 3 კვი­რაა გა­რეთ არის! პრე­ზი­დენ­ტი როცა ასეთ რა­მეს აკე­თებს, ის უნდა ეც­ნო­ბო­დეს საქ­მის მა­სა­ლებს", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ან­დრო მა­ი­სუ­რა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×