სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გივი რაზმაძეს, რომელსაც საცხოვრებლის საკუთარი ხელით დაშლა მოუწია, სახლი აუშენ. მიხუედავად ამისა, ხაზარაძის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რაზმაძეს სახლის განსათავსებლად მას მიწის ნაკვეთს არ აძლევენ.

    „სახლიც მზად არის და ყველაფერი, უბრალოდ მიწას არ აძლევენ ამ კაცს, რომ სადმე დადგას. თვითონაც თქვა, რომ არ გამომიყო არავინ მიწა, სადაც ახალი სახლი შეიძლება დავიდგაო" - აცხადებენ პრესსამსახურში

    შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მომავალი თვიდან ახალი სახლი ექნებოდა.

    „რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის. ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20%-ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება", - წერდა მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×