სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)სამომხმარებლო სესხებთან მიმართებაში მოლოდინი არ გვაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა.

    ძნელაძის თქმით, საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, საკრედიტო პორტფელის გასული წლის ზრდის ტემპი შენარჩუნებული არ იქნება და ცალკეული მიმართულებით შემცირება იქნება, თუმცა კატასტროფული შედეგები საბანკო სექტორისთვის მოსალოდნელი არაა.

    მისივე თქმით, სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხით რეგულაციების შერბილების მოლოდინი არ აქვს.

    „იპოთეკურ დაკრედიტებასთან მიმართებაში გარკვეული შემსუბუქება უკვე შევიდა ძალაში. ივლისში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები იყო, აგვისტოში, ალბათ, სეზონურობიდან გამომდინარე შედარებით ნაკლები ზრდა იყო იპოთეკურ სესხებში. სამომხმარებლო სესხებთან მიმართებაში მოლოდინი არ გვაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება", -განაცხადა ძნელაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×