სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)8 თვის მონაცემებით, ტექდათვალიერება 773 000-მა ავტომობილმა გაიარა, მათგან 11% დაწუნებულია, თუმცა ისინი კვლავ გადაადგილდებიან, - ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, საჭიროა 30-დღიდან 72 საათამდე შემცირდეს ჯარიმის გადახდის ვადა, რომელიც ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილის მძღოლისთვის მოქმედებს.

    „ჩვენ ვხედავთ და არაერთი მოსაზრება მოგვისმენია ჩვენი მოქალაქეების იმედგაცრუების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსპორტი, რომელთაც აქვთ გავლილი ტექდათვალიერება, კვლავ აბინძურებენ ჰაერს. ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი არის მეტად მნიშვნელოვანი, თუმცა ერთია გამონაბოლქვის კონტროლი, მეორე თავად ინსპექტირების მექანიზმი, რომელსაც ძირითადად კამერები აკონტროლებენ. იანვრიდან აგვისტოს მონაცემებით 773 000-მა მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირებას, აქედან 11%-მა ვერ გაიარა შემოწმება, თუმცა ისინი კვლავ გადაადგილდებიან და იხდიან ჯარიმებს. ხშირ შემთხვევაში მძღოლებს თვეში ერთხელ ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილის მოწესრიგება. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ იმიტომ, რომ ეს ხარვეზები გაანალიზდეს და 2020 წლიდან რეალურად მოხდეს ცვლილებების შეტანა, რაც გულისხმობს 30 დღიანი ვადის შემცირებას და ჯარიმის გადახდას 72 საათის განმავლობაში", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    Azrze modit   (17.09.2019)
    Saidan moxvedi kitxe her im xalxs aaqvs sashvualeba ROM sheisyidos da gaarrmontos .Puris puls dzlivs shouloben tavi romirchinon.nosaxleoba tupikshia arician xval rogor irchinon tavi.tqven kidev jibis gasqelebaze da dros danishvnaze piqrobt

    თემო   (17.09.2019)
    72 საათიც არაა საჭირო. უნდა აუკრძალო მანქანით სიარული იმას ვისაც გამართულო ტრანსპორტი არ ყავს. თქვენ ხალხო შიგ ხო არ გაქვთ? პოტენციური მკვლელები არიან გაუმართავი ტრანსპორტი ვისაც ყავს. მაგათ იცავთ თქვე სირებო? ჯერ ისე როგორ დადიან და მერე გაუმართავით ხო საერთოდ. გაიტანენ ვინმეს, მოკლავენ და იძახეთ მერე ღმერთო რატო დაგვსაჯეო. მთლად ნუ გამოყლევდებით ხალხო ცოტათი მაინც გაანძრიეთ ტვინი

    მედეა   (17.09.2019)
    ვინაა ეს "ჭკვიანი"? 30 დღეც არ არის საკმარისი თანხების მოსაზიდად, ეკონომიის გასაწევად, გაჭირვებით მანქანის მწყობრში მოსაყვანად! გასაგდებია ასეთი ჩინოვნიკი სამსახურიდან ასევეა აკაკი ზოიძეც გასაგდები --პაპიროსისა და სიგარეტის გაძვირებაზე რომ საუბრობს! არ უყურებენ ხალხის მატერიალურ მდგომარეობას, ბ ჟ უ ტ უ რ ო ბ ე ნ სისულელეებს!

    Jimi   (17.09.2019)
    Kiar urchevniat ar aqvy sashvaleba kvelaperi ertad moawesrigon tqven etkoba vardisprad ukurebt kvelapers sxva kvelaperi wesrigshi gaqvt ro propesorob


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×