სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, „სოკარ გაზის" წარმომადგენლები და ექსპერტები მუშაობდნენ.

    როგორც „სოკარ გაზის" წარმომადგენელი ავთო კაკოჩაშვილი განმარტავს, პირველადი მონაცემებით დადგინდა, რომ ბინაში წყლის გამათბობელი წესების დაცვით არ იყო დამონტაჟებული. მისი ინფორმაციით, მათ გეგმური შემოწმება აპრილში ჩაატარეს, რა დროსაც ბინა დაკეტილი დახვდათ.

    „აღნიშნულ ბინაში პატრონი არ ცხოვრობს და აპრილში, როდესაც გეგმურ შემოწმებაზე მივედით დაკეტილი დაგვხვდა, რადგან ვერ შემოწმდა, ამიტომ არ გვქონდა ინფორმაცია, რა მდგომარეობა იყო. როგორც ჩანს, ამ ბინაში მდგმურები შევიდნენ და არ ვიცი, მეპატრონემ შეამოწმა თუ არა გამათბობელი. ჩვენ გეგმური შემოწმება ოქტომბერში გვიწევდა. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, შევისწავლეთ, ექსპერტებიც მუშაობდნენ და ოფიციალურ პასუხს მალე მოგვაწვდიან, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის გამათბობელი არ იყო წესების დაცვით დამონტაჟებული, რამაც გამოიწვია ნამწვის დაგროვება და მოხდა უბედური შემთხვევა", - განაცხადა ავთო კაკოჩაშვილმა.

    დღეს იმერეთის გუბერნატორი მერებს და „სოკარის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებაზე იმსჯელეს. გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტების დახმარებით, მოხდება დაკეტილი ბინების მეპატრონეების მოძებნა და შესვლა იმ ბინებში, რომლებიც გეგმური შემოწმების დროს ვერ შემოწმდა.

    ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვები ასაკი 2 და 4 წელი იყო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×