სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)თბილისში, სს ,,ავიამშენში" დასაქმებულებმა აქცია გამართეს. ისინი კომპანიისგან კუთვნილი ხელფასების და დანამატის დროულად გაცემა ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს კუთვნილი ანაზღაურება ერთი თვეა არ აუღიათ.

    თანამშრომლების თქმით, ისინი მიმდინარე წლის მარტშიც გაიფიცნენ. მაშინ კომპანიმ მათ ხელფასებზე 24 % დანამატს შეჰპირდა, თუმცა 2 თვეა არც ეს დანამატი აუღიათ. დასაქმებულები გაფიცვას სახელფასო დავალიანების დაფარვამდე გააგრძელებენ. ​

    „ავიამშენის" გენერალური დირექტორის ნოდარ ბერიძის თქმით ხელფასები „ამ დღეებში" დაირიცხება, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×