სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პოეტ ზვიად რატიანის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს. რატიანის თქმით, მას შემდეგ რაც მან პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში ხაზარაძის სახელით მასთან რეკავდნენ, თუმცა ამის დამტკიცება არ შეუძლია.

    „არ ვამხელდი, სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა, პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს.

    ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს“, - აცხადებს ზვიად რატიანი.

    ამის შემდეგ ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში დარეკა და ასე უპასუხა რატიანს:

    „ახლა მოვუსმინე ზვიად რატიანის გამოსვლას - ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ გამოსვლას. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ვიდრე საქართველოში გინდ პოეტი გერქვას, გინდ ბიზნესმენი, გინდ პოლიტიკოსი, ასეთი ბინძური ცილისწამებები არ დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობში იქნება. საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში სჭირდება? გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?! კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე, ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია... 

    რეებს ლაპარაკობს? როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებზე და რაღაც წერილებს ხელს აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    7777   (17.09.2019)
    არც ერთი

    Giorgi   (17.09.2019)
    Orive nabozvaria

    status quo   (17.09.2019)
    ხალხო,გამოკითხვას ვატარებ და აქვე მიპასუხეთ:რომელია კეთილსინდისიერი და სანდო მოქალაქე-ხაზარაძე თუ რატიანი?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×